воскресенье, 10 апреля 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე
მე-9 დღეს მე და ჩემა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროგრამების გეგმაბი და დამხმარე მასალები, ჩამოვყალიბდით თუ როგორ მოვამზადოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები, შედგა კოლეგებს შორის უკუკავშირი.
          მივიღეთ მითითებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მომავალში.
2016 წლის მარტი- აპრილის თვეში გავიარე  “ inteli”-ის კურსი, კერძოდ პროექტების კეთება, ტრეინინგი თავიდანვე საინტერესო იყო, მოვისმინეთ თეორიული კურსი, განვიხილეთ თითოეული დეტალი, დავიწყეთ პრაქტიკულად განხორციელება, პირველ რიგში, გეგმის შედგენა ,  ჩამოყალიბება, ბუკლეტის დამზადების პრინციპები, პრეზენტაციების გაკეთება ,თუ როგორ უნდა მოვიძიოტ მასალები და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ბლოგზე ატვირთვა- გამოქვენება, მივხვდით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გეზის მიმცემი და ყველა სიახლე კი მათგან წამოვიდეს, მივაჩვიოთ მოსწავლეები თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას, კრიტიკულ აზროვნებას, ერთმანეთის აზრის გაზიარება, თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ერთმანეთის მოსმენას.
          საინტერესოა  სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობა, მათ განსაკუთრებული ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ყველას უნდა გააჩნდეს 21-ე საუკუნის მოსწავლის უნარ- ჩვევები.
        ამ ყველაფერს მივაღწიეთ არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით, საინტერესო კურსითა და რჩევებით. სწავლების უმაღლესი ხარისხით და თითოეულის მიმართ თბილი დამოკიდებულებით.




ტრენინგის მე-8 დღე
საქაღალდეში მოვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები.მითითებები. ვისაუბრეთ განსხვავებული საიროებების მქონე მოსწავლეებზე, რომ უნდა შევუდგინოთ ინდივიდუალური გეგმა.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

განვიხილეთ როგორ გამოვიყენეთ კითხვების დასმის ტექნიკა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენით, პრეზენტაციები,ვებრესურსები და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისაუბრეთ როგორ გავუწიოთ კლასს ფალსიტაცია სწავლის პროცესში. გავაკეთეთ რეფლექსია, მიღებულ ცოდნაზე.შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.

воскресенье, 27 марта 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ვისწავლეთ პროექტის, ბროშურის სურათებად ატვირთვა. გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები.....

ტრენინგის მე-5 დღე

ვისწავლეთ უკუკავშირის სახეები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ვისწავლეთ ტექსტის რედაქტირება, როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტ რესურსი. ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სასწავლო პროცესზე.

воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე.

გავეცანი შეფასების სტრატეგიებს. 21-ე საუკუნეს მორგებული ეს შეფასებები ჩემთვის საინტერესო იყო. ვისწავლე ბლოგზე სურათების ატვირთვა.
გავეცანით მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის და გაგების, უნარების დემონსტრირების სტრატეგიებს.

ტრენინგის მე-3 დღე

ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმაზე. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. რომლებიც მოსწავლეებს გამოადგებათ პროექტის შექმნის დროს.

ტრენინგის 1-2 დღე

    ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვისწავლეთ ინტელის წიგნის გამოყენება, დავათვალიერეთ პროექტები, ნამუშევრები. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა.შევქმენით საქაღალდეები. რასაც შემდგომ გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. შევქმენით ბლოგები.....